მოხმარების წესები და პირობები

მოხმარების წესები


რეგისტრაციისას თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართის შეყვანით ეთანხმებით WOOT-ისგან ყოველდღიური სიახლეების მიღებას. თქვენ ხელმოწერაზე უარის თქმა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს (unsubscribe).

მოგესალმებით WOOT-ზე (ქვემოთ განმარტებული). საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ მოხმარების წესებს. გთხოვთ მათ გაეცნოთ ყურადღებით. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, დაგვიკავშირდით.

ეს მოხმარების წესები განახლდა 13 იანვარს, 2014.

თანხმობა მოხმარების წესებზე

შპს “სეილს გრუპი” (“woot”, “vut”, “wut”, ვუთი, ან უბრალოდ ჩვენ, ჩვენი) ფლობს და ამუშავებს ვებ-გვედს www.woot.ge, მის facebook გვედს და მომავალ მობილურისა თუ სხვა საიტის ვერსიებს. საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ქვემოთმოცემულ მოხმარების პირობებს და ყველა დამატებით პირობას, რომელიმე სპეციპიკურ პროგრამაში მონაწილეობის არჩევის შემთხვევაში (საპარტნიორო პროგრამა და სხვა). ასევე თანხმობას გამოთქვამთ კონფიდეციალურობის დაცვის ვალდებულებაზე. თქვენს მიერ საიტის მოხმარებით იგულისხმება, რომ რეგულარულად ეწვევით პირობების გვერდს და თვალყურს ადევნებთ ნებისმიერ განახლებას. ტერმინი “მოხმარება” მოიცავს ყველა პირის ქმედებას, რომელიც შედის საიტზე, როგორც თვითონ, ასევე ბოტების, რობოტების ან სხვა ნებისმიერი საშუალებით;

თუ თქვენ არ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ მოხმარების წესებსა და პირობებს, მყისიერად შეწყვიტეთ საიტის მოხმარება და არ გამოიყენოთ woot-ის არც ერთი სერვისი, მონაწილეობა არ მიიღოთ არც ერთ პროგრამაში ან არ შეიძინოთ არც ერთი ვაუჩერი, პროდუქტი ან ნებისმიერი სხვა საქონელი თუ მომსახურება, რომელიც შემოთავაზებულია საიტზე;

საიტის წესები და პირობები მოცემულია შემდეგი თანმიმდევრობით:

1. საიტის შესახებ;
2. საიტის საკუთრება;
3. საიტის მოხმარება;
4. საიტზე შესვლა;
5. მოდიფიკაცია;
6. თქვენი ანგარიში;
7. თქვენი ქცევა;
8. თქვენი უსაფრთხოება/კონფიდენციალურობა;
9. ყიდვა/გაყიდვის პირობები;
10. სპეციალური პროგრამები;
11. სავაჭრო და სასაქონლო ნიშნები;
12. მომხმარებლის კონტენტი;
13. პასუხისმგებლობაზე მოხსნა;
14. შეზღუდული პასუხისმგებლობა;
15. ელექტრონული კომუნიკაციები;
16. სხვათა ვებსაიტები;
17. ფორს მაჟორი;
18. გადაცემა;
19. ხელშკრულება;
20. კანონის არჩევა;
21. დავების გადაწყვეტა;
22. დასკვნითი დებულებანი;

1. საიტის შესახებ

ეს საიტი არის პლატფორმა კონკრეტული მერჩანტებისთვის (“მერჩანტებისთვის”) რომ გაიყიდოს ვაუჩერები მათ საქონელზე, მომსახურებებსა თუ სხვა სერვისებზე (“ვაუჩერები”). მერჩანტი გახლავთ პასუხისმგებელი თქვენს მიმართ მოწოდებული საქონლის და მომსახურების ხარისხზე. ამასთან, საიტი წარმოადგენს პლატფორმას თავად woot-ის პროდუქციის გასაყიდად.

ნებისმიერი შეთავაზება, პროდუქტი ან სხვა რაიმე მომსახურება განთავსებული საიტზე ან მათი ფასი შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს. ასეთი ცვლილებები არის woot-ის დისკრეციაში და წინასწარ გაფრთხილებას არ ექვემდებარება;

2.საიტის საკუთრება

საიტი, ნებისმიერი მისი შემადგელობა და ინფრასტრუქტურა შექმნილი იმისთვის, რომ მომხმარებლამდე მოწოდებული იქნეს შეთავაზება, არის შეთანხმებული ჩვენთან, ჩვენს პარტნიორებთან, მერჩანტებთან და შემადგენლობის სხვა მომწოდებელთან. საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით შემდეგ მოხმარების პირობებს: (ა) ვუთი გაძლევთ საშუალებასა და ლიცენზიას გამოიყენოთ საიტი, შეიძინოთ და მოიხმაროთ ჩვენთან არსებული პროდუქცია და მომსახურება და (ბ) თქვენ ეთანხმებით რომ არ აწარმოებთ, შექმნით მსგავსს, საჯაროდ წარადგენთ, გადაყიდით, გაყიდით ან დისტრიბუციას გაუწევთ საიტზე არსებულ პროდუქციასა და სერვისებს ვუთის ექსკლუზირად მონიჭებული უფლების გარეშე;

3. საიტის მოხმარება

საიტის მოხმარებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით, რომ:

  • ხართ 18 წლის ან მეტის;
  • ხართ ქმედუნარიანი და უფლებაუნარიანი პირი, გაქვთ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის შესაძლებლობა;
  • კანონით არ გაქვთ აკრძალული პროდუქტის ან სერვისის სასყიდლიანი/უსასყიდლო მიღება;
  • თქვენ არ გამოიყენებთ საიტს ბოტების, რობოტების, ან სხვა რაიმე საიტისათვის მავნე საშუალებების მეშვეობით;
  • თქვენს მიერ საიტის მოხმარება ყოველთვის შესაბამისობაშია საიტის წესებთან და პირობებთან;
  • თქვენ განახორციელებთ მხოლოდ ლეგიტიმურ შესყიდვებს, რომლებიც ეთანხმება შეთავაზებების არსს;
  • თქვენ განახორციელებთ მხოლოდ იმ შესყიდვებს საიტზე, რომელიც იქნება მხოლოდ თქვენთვის ან თქვენს მიერ სხვა ადამიანისთვის საჩუქრად;
  • თქვენ გაქვთ უფლება წარმოადგინოთ ნებისმიერი ან ყველა ინფორმაცია თქვენს შესახებ და რომ ასეთი ინფორმაცია იქნება ნამდვილი, გამართული, მიმდინარე და სრული.
  • თქვენ განაახლებთ და გაასწორებთ ინფორმაციას, რომელიც თქვენს შესახებ შეიყვანეთ საიტზე და შესაბამისად ინფორმაცია ყოველთვის იქნება განახლებული;

4. საიტზე შესვლა

ვუთი იტოვებს უფლებას, რომ თავისი დისკრეციით, უარი თქვას მომსახურების გაწევაზე ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით. როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ თქვენი პირადი გვერდი (“ანგარიში”) ყოველთვის აქტიური ვამყოფოთ, დრო და დრო შესაძლებელია ის მიუღწეველი იყოს. თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ შესაძლებელია იყოს შეფერხება სერვისესა თუ ღონისძიებებში. საიტზე თქვენი შესვლა და თქვენივე ანგარიშზე შესვლა, შეიძლება ნიშნავდეს ორივეს - რომ ის არის ჩვენს კონტროლს ქცეშ (განახლება, რეკონსტრუქცია) ან ჩვენს კონტროლს გარეთ;

5. მოდიფიკაცია

ვუთი იტოვებს უფლებას ნებისმეირ დროს შეაჩეროს, ან შეცვალოს მოხმარების წესებისა და პიროების ნებისმიერი ნაწილი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. თუ ჩვენ შევიტანთ ცვლილებას, რომელიც საზიანო ეფექტს გამოიტანს თქვენს მიერ საიტის მოხმარებაში, წინასწარ აუცილებლად მოხდება ამის შესახებ საიტზე საჯარო გამოქვეყნება; ნებისმიერი ცვლილება გულისხმობს, რომ ის არ ეხება ცვლილებამდე არსებულ მერჩანტების შეთავაზებებს და პროდუქტებს შეძენილს ამ თარიღამდე. თუ თქვენ არ ეთანხმებით ცვლილებებს, შეგიძლიათ, რომ დახუროთ თქვენი ანგარიში და მყისიერად შეწყვიტოთ საიტის გამოყენება. ჩვენი რჩევაა, რომ რეგულარულად ეწვიოთ საიტის წესებსა და პირობებს, მათ შესახებ ინფორმირებაში დასარწმუნებლად. თქვენ ეთანხმებით რომ facebook-ის პოსტი და/ან საიტზე დაწერილი სიახლეთა შეტყობინება არის ადეკვატური შეტყობინების ფორმა. შესაბამისად იგულისხმება, რომ თქვენ განაგრძეთ საიტით სარგებლობა მოხმარების პირობების შესახებსიახლის გაცნობის და მასზე დათანხმების შემდეგ;

6. თქვენი ანგარიში

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და იქონიოთ მხოლოდ ერთი ანგარიში საიტზე თქვენი პირადი მოხმარებისთვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს შესახებ ინფორმაციის განახლებასა და დაკორექტირებაზე. თქვენი ანგარიშის პარამეტრები საშუალებას გაძლევთ: (ა) დაიმახსოვროთ, შეცვალოთ ან წაშალოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, საგადახდო მონაცემების ჩათვლით; და (ბ) თავი შეიკავოთ საიტზე მუდმივი შესვლისგან (log in). თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ ვუთს არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა ნებისმიერ ინციდენტზე, რომლელიც რაიმე კავშირში იქნება თქვენი ანგარიშის პარამეტრებთან. თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი პაროლი და უზედამხედველოთ თქვენი ანგარიშის მოხმარებას. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის უსაფრხოების შენარჩუნებისთვის. ჩვენ ავტომატურად ვგულისხმობთ, რომ თქვენ სარგებლობთ ჩვენი საიტის მოსმახურებით როდესაც თქვენი ანგარიშით ხდება შესვლა. თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენვე ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ მოქმედებაზე, რომელიც განხორციელდა თქვენი ანგარიშიდან. თქვენს ანგარიშს შესაძლებელია გაუვიდეს მოქმედების ვადა, თუ გონივრული ვადის განმავლობაში არ მოხდა ინფორმაციის განახლება ან გვერდზე ვიზიტი.

თქვენი ანგარიშის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. თქვენ არ შეგიძლიათ გაყიდოთ ან სხვა ხერხით გააზიაროთ ის სხვა პიროვნებასთან. ამ წესების ნებისმეიერი დარღვევა, მათ შორის შეუძლებლობა, რომ შეინარჩუნოთ თქვენივე ანგარიშში არსებული პერსონალური ინფორმაცია გამართულად და განახლებულად, შეიძლება გახდეს ანგარიშის ჩამორთმევისა ან გაუქმების მიზეზი. გაუქმებისას, მოხმარების წესები და პირობები თავისი არსით გულისხმობს, რომ გაყვება ურთიერთობას და გადაურჩება შეწყვეტას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ შევცვალოთ და შევწყვიტოთ საიტის ნებისმიერი ფუნქცია ან მომსახურება.


მომხმარებელი საკუთარი ანგარიშის რეგისტრაციისას იღებს უნიკალურ ბალანსის ნომერს. რომელზეც შესაძლებელია თანხის დარიცხვა PayBox, iPC და TBC PAY-ს აპარატებიდან. woot-ის ბალანსი არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშს და არც შემნახველ სეიფს. ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საიტზე არსებული ვაუჩერების, კუპონების და სხვა შეთავაზებების შეძენით. ბალანსზე არსებული თანხა წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას. ანგარიშიდან სრული თანხის გატანა შესაძლებელია უსაფუძვლო გამდიდრების ან სხვა კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. თანხის ანგარიშიდან გატანის მოთხოვნა უნდა დაიწეროს შპს "სეილს გრუპ"-ის სახელზე და ჩაბარდეს შპს-ს რომელიმე თანამშრომელს ან ელექტრონული ფორმით გაიგზავნოს ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე info@woot.ge. განაცხადში მითითებული უნდა იყოს პიროვნების პირადი ნომერი, მისი საბანკო ანგარიშის ნომერი (iban) მისამართი და მოთხოვნის მიზეზი. თუ რეკვიზიტები და მოთხოვნები შესაბამისობაში იქნება მოხმარების წესებთან, განაცხადის ჩაბარებიდან/მიღებიდან 14 დღის ვადაში თანხა ჩაირიცხება განაცხადში მითითებულ ანგარიშის ნომერზე. woot-ის ბალანსი არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშს, ბალანსზე თანხის შეტანა/გატანა ხდება გადამრიცხავი კომპანიების (ქართუ ბანკი / Money Movers) საკომისიოების ჩამოჭრით. მომხმარებლის მიერ მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევაში მას დაუბრუნდება ჩამოჭრილი საკომისიოს ოდენობით ნაკლები თანხა.

7. თქვენი ქცევა

მომხარებლის ნებისმიერი ქმედება უნდა შეესაბამებოდეს მოხმარების წესებსა და პირობებს. თუ თქვენი მოქმედების ფარგლებში შემჩნეულ იქნება წესებისა და პირობების დარღვევა, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს დისკრეციულ უფლებამოსილებას და შევზღუდავთ თქვენს მიერ საიტის მოხმარების შესაძლებლობას ან გამოვიყენებთ სხვა საშუალებებს.

შემდეგი მოქმედებანი საიტზე არის აკრძალული და წარმოადგენს მოხმარების პირობების დარღვევას:

  • საიტზე ნებისმიერი შემადგენლობის განთავსებას, რომელიც:
    • არღვევს მოქმედ სამართალს (მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების სამართალს, სამართალს რომელიც დაკავშირებულია პრივატულობასთან და საკუთრებასთან, კონფიდენციალურ ინფორმაცასთან და სხვა);
    • შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩვენ განსაკუთრებულად, სპეციალურად გთხოვთ ასეთი ინფორმაციის მოწოდებას;
    • შეიცავს ვირუსებს;
    • შეიცავს არაავტორიზებულ გადმოწერებს (downloads) კონფიდენციალური ან პერსონალური ინფორმაციისას;
    • დაშვებულია პიროვნებაში შეცდომა (მოქმედება ხდება სხვა პირის სახელით);
    • შეიცავს ვუთზე კონფიდენციალურ ინფორმაციას, თუ ასეთი განთავსებულია ვუთის ისეთი წარმომადგენლისგან, ვის კომპეტენციაშიაც არ შედის ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება;
    • არის შინაარსით მართლსაწინააღმდეგო, აქვს თაღლითობისა ან სიყალბის ნიშნები. აყალბებს ვუთის ანგარიშს ან რაიმე სხვა მართლსაწინააღმდეგო გზით უკავშირდება მას.
    • რომელიმე ქვემოთმოცემული ქცევის ცდა:
      • ისეთ ინფორმაციაში ან ბაზაში წვდმოა, რომელიც თქვენს საკუთრებას არ გენეკუთვნება, მაგალითად სერვერში ან ადმინისტრატორის პანელში შესვლა;
      • საიტის სკანირება ბაზის ამოღების მიზნით, რომ მოხდეს გაყიდვების ან ვუთის სხვა სტატისტიკის მოპარვა, მითვისება და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
      • საიტის უსაფრთხოების შელახვის მცდელობა;
      • საიტზე ვირუსის, სპამის, mail bomb, ან crash-ის შეშვება;
      • ქვემოთჩამოთვლილთა გამოყენება:
        • დამალული ტექსტების ან სხვა რაიმე ფარული შემადგენლობის გამოყენება;
        • ნებისმიერი საიტის შემადგენლობის გამოყენება ასეთი შემადგენლობის განთავსების უფლებაბომოსილი პირის თანხმობის გარეშე;
        • საიტის შემადგენლობის გამოყენება სარეკლამო, პოლიტიკური, რელიგიური ან ეთნიკური მიზნებისთვის.

8. თქვენი უსაფრთხოება/კონფიდენციალურობა

ძალიან გთხოვთ, დიდი ყურადღება მიაქციეთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებას; ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ფრთხილად და ყურადღებით გადაიკითხოთ ჩვენი წესები და პირობები. დეტალური წესები იხილეთ აქ.

9. გაყიდვის პირობები

საიტზე რაიმეს შეძენით, ან ნებისმიერი შეთავაზების, ვაუჩერის მიღებით თქვენ აცხადებთ თანხმობას საიტის მოხმარების წესებთან და პირობებთან. დეტალური წესები იხილეთ აქ.

10. სპეციალური პროგრამები

woot-ის სპეციალური პროგრამული პროექტები მზადების პროექტშია. წესები და პირობები აიტვირთება მომდევნო განახლებისას;

11. სავაჭრო და სასაქონლო ნიშნები

საიტი შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების სამართლით დაცულ შემადგენლობას, სავაჭრო და სასაქონლო ნიშნებს და სხვა მსგავს ინფორმაციას, მათ შორის (მაგრამ არა მხოლოდ) ტექსტს, ფოტოებს, ვიდეოს, გრაფებს, მუსიკას და სხვა ხმოვან ელემენტებს და საიტის მთელი შემადგენლობა არის დაცული სავაჭრო, სასაქონლო ნიშნებით და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სამართლით, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს კანონით ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. ვუთი ფლობს და მესაკუთრეა იმ სასაქონლო და სავაჭრო ნიშნებისა, რომელსაც იყენებს. არავის აქვს უფლება შეცვალოს, მოდიფიცირება გაუკეთოს, გაუწიოს დისტრიბუცია, გამოიყენოს, საჯაროდ გამოაქვეყნოს, წარადგინოს, გაყიდოს ან სხვა გზით რამენაირად მიითვისოს ვუთის სავაჭრო და სასაქონლო ნიშნები. არავის აქვს უფლება გადმოწეროს, დაამზადოს ასლი, გაავრცელოს, გამოაცხადოს საჯაროდ, ან გამოიყენოს რეკლამად ვუთის საიტის შემადგენლობა ვუთისავე, ან სასაქონლო ნიშნის სხვა მესაკუთრის, განსაკუთრებული სპეციალური თანხმობის გარეშე, თუ სხვა რაიმე არ არის დადგენილი ინტელექტუალური სამართალით. თუ ასეთი რაიმე დასაშვები იქნება, არავის აქვს უფლება რამენაირად შეცვალოს, ან დააზიანოს ინტელექტუალური საკუთრებით დაცული ნიშნების სრული ვიზუალური ან შინაარსობრივი მხარე. ამ წესების ნებისმიერი დარღვევა შეიძლება გახდეს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანი.

თქვენ არ ატვირთავთ, დაპოსტავთ, ან სხვა რაიმე ხერხით განათავსებთ საიტზე რაიმე სასაქონლო ან სავაჭრო ნიშანს, ასეთი ნიშნების უშუალო მესაკუთრის განსაკუთრებული თანხმობის გარეშე. ვუთს არ აქვს რაიმე განსაკუთრებული ტვირთი ან პასუხისმგებლობა, რომ შემოგთავაზოთ ინდიკაციები, მინიშნებები ან სხვა რაიმე დამხმარე ფუნქციები, იმისთვის, რომ დაადგინოთ შეესაბამება თუ არა თქვენი მასალა ინტელექტუალურ სამართალს. თქვენ იქნებით ერთადერთი პასუხისმგებელი მხარე ზემოთხსენებული დარღვევით მიყენებული ზიანისათვის.

ვუთ ფლობს სავაჭრო და სასაქონლო ნიშნებს, რეგისტრირებულს და არარეგისტრირებულს საქართვეოს ტერიტორიაზე, სახელი “WOOT”, ვუთის ლოგოები და მისი ალტერნატიული ვარიანტები არის შპს “სეილს გრუპ”-ის სასაქონლო ნიშნები და ყველა მათგანი გამოყენებულია ვუთის სასარგებლოდ.

საიტზე არსებული სხვა ნიშნები, რომელიც ვუთის საკუთრება არ არის გამოყენებულია ოფიციალური ლიცენზიით, თავად ამ ნიშნების მფლობელის ოფიციალური თანხმობით. თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ვუთის სახელი, ლოგოები და სხვა სავაჭრო თუ სასაქონლო ნიშნები ვუთის განსაკუთრებული თანხმობის გარეშე.

12. User Content (მომხმარებლის აქტივობა საიტზე)

საიტი უზრუნველყოფს რომ მიაწოდოს რეგისტრირებულ მომხმარებელსა და ვიზიტორს სხვადასხვა შესაძლებლობა, რომ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, მიმოხილვის, პოსტის, რჩევის, შეხედულების, რეიტინგის განხილვის, კომენტარის, მესიჯის, გამოკითხვისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით, მაგალითად ფაილების, სურათების, ვიდეოს, ხმის ჩანაწერის, მუსიკალური ნაწარმის და სხვა შემადგებლობის (User Content – “კონტენტი”) ფორუმებზე, დისკუსიის ჯგუფებზე, გამოკითხვებში, ბლოგებში და სხვა საკომუნაკაციო ლოკაციებში, რომელიც რამენაირად დაკავშირებულია სატთან. თქვენ შესაძლოა მოგთხოვოთ ვუთის ანგარიშზე შესვლა, რომ განახორციელოთ რომელიმე ზემოთმოცემული ქმედება;

თუ თქვენს მიერ რეგისტრირებული მომხმარებლის მეშვეობით განხორციელდა რაიმე აქტოვობა, თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ და იძლევით გარანტიას, რომ (ა) თქვენ ხართ აქტივობის განმახორციელებელი და კონტენტის შემოქმედი; ან (ბ) თუ თქვენ მოქმედებთ, როგორც აქტივობის განმახორციელებლის (კონტენტის შემოქმედის) უფლებამონაცვლე ან წარმომადგენელი, თქვენ გაქვთ განსაკუთრებული, სპეციალურად მინიჭებული უფლება შემოქმედისგან, რომ განახორციელოთ მსგავსი ქმედება. თქვენ იღებთ ვალდებულებას, რომ თქვენი აქტივობა არ არღვევს და აზიანებს რომელიმე სავაჭრო ან სასაქონლო ნიშანს ან სხვა ინტელექტუალურ სამართლებრივ უფლებას. თქვენ იძლევით პირობას, რომ არ ატვირთავთ, დაპოსტავთ, დააკომენტარებთ, ან სხვანაირად აქცევთ საიტის შემადგენლობად რაიმეს, რაც არის უკანონო, მავნე, მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, რასისტული, პორნოგრაფიული, ძალადობის ან სიძულვილის შემცველია, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; ან თუ ასეთი შემადგენლობა შეიცავს ისეთ მასალას, რომელიც საიტზე ავრცელებს ვირუსებს ან სხვა რაიმე კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს ან პროგრამებს, დამზადებულს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს, დააზიანოს, ან გაანადგუროს საიტი ან კომპიუტერული აღჭურვილობა.

ვუთს აქვს ერთადერთი და აბსოლუტური უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, რომ განიხილოს, შეცვალოს, მისცეს პოსტის გაკეთების უფლება, ან უარი უთხრას მასზე, გააუქმოს და მონიტორინგი გაუწიოს მომხმარებლის კომენტარებს და წაშალოს, გათიშოს, გააუქმოს ნებისმიერ მომხმარებლის აქტივობით ატვირთული კონტენტი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის ვუთის მიერ დაწესებული მოხმარების წესებთან და პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ასევე რომ დაკმაყოფილდეს საქართველოში მოქმედი სამართალი, ან დაკმაყოფილდეს მთავრობის რეგულაციები და მოხოვნები. ყველა ეს ზემოთახნიშნული წესი ვრცელდება ვუთის მფლობელობაში არსებულ ყველა გვერდთან ან ლოკალიზაციასთან დაკავშირებით. ვუთი პასუხისმგებლობას არ იღებს მომხმარებლის მიერ განთავსებულ კონტენტზე. ვუთი ასევე არ იღებს ვალდებულებას, რომ მომხმარებელს საერთოდ მისცეს საშუალება რაიმეს საიტის განთავსებაზე. შეიძლება ნებისმიერ დროს ვთქვათ უარი ასეთ მომსახურებაზე, ან ნებისმიერ დროს დავამატოთ რაიმე ახალი კომუნიკაციის საშუალება.

სხვადასხვა ინსტანციაზე და დრო და დრო შესაძლებელია რომ მოხდეს მოდიფიცირება ან ამოშლა მომხმარებლის ანგარიშის მეშვეობით საიტზე განთავსებული შემადგენლობის. ვუთი პირობას არ იძლევა, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგატყობინებთ თქვენი მომხმარებლის კონტენტის წაშლის შესახებ რაიმე ონლაინ საშუალებით.

  • მომხმარებლის აქტივობის საჯაროობა
    • თქვენ ხვდებით და ეთანხმებით, რომ თქვენი აქტივობა არის საჯარო. ნებისმიერ პიროვნებას (იყენებს თუ არა ვუთის მომსახურებას) აქვს საშუალება წაიკითხოს თქვენს მიერ გამოქვეყნებული შემადგენლობა თქვენი ცოდნის გარეშე. გთხოვთ, ნუ მიუთითებთ რაიმე პერსონალურ ინფორმაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ თქვენი მიზანია სწორედ ასეთი ინფორმაციის გასაჯაროვება;
    • ნებისმიერი მომხარებლის აქტივობა განხორციელებული თქვენს მიერ, ან თქვენი ანგარიშიდან მესამე პირის მიერ არის თქვენი პასუხისმგებლობის საგანი და არა ვუთის. ვუთი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ საიტზე განხორციელებულ აქტივობაზე, რომელიც არის შეუსაბამო, მცდარი ან შეცდომაში შემყვანი, ან რომელიც არის ზიანის მომტანი. მომხმარებლის ანგარიშიდან საიტზე ატვირთული შემადგენლობა ასახავს მომხმარებლის შეხედულებას და არანაირ კავშირში არ არის ვუთის აზრებთან და შეხედულებებთან.
    • ფლების გაცემა
      • ზოგიერთი მომხმარებლის კონტენტი, რომელიც დაკავშირებულია თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან შესაძლებელია, ვუთმა გამოიყენოს საჯაროდ ან მოგცეთ მისი საჯაროდ გამოქვეყნების არჩევანი, მათ შორის სახელი, ინიციალები, მომხმარებლის სახელი (username), სოციალური ქსელის ანგარიშის სახელი, სურათი, მდებარეობა, ან სხვა მსგავსი ინფორმაცია. თქვენ ვუთს აძლევთ როიალთის გარეშე უფლებას, რომ გლობალურად გამოიყენოს, გამოსახოს თქვენი ინფორმაცია მომხმარებლის კონტენტთან დაკავშირებით, თუმცა ეს მხოლოდ უფლებაა და არა ვალდებულება;
      • ნებისმიერი ზემოთაღნიშნული წესი, უფლებები და ვალდებულებები ვრცელდება ინდივიდებზე, რომელთა ასაკი აღემატება 18 წელს. საიტი შექმნილია და ფუნქციონირებს ზრდასრულთათვის. საიტით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 ლის. ჩვენ მყისიერად წავშლით ნებისმიერ კონტენტს, ანგარიშს ან მომხმარებლის ნებისმიერ აქტივობას, თუ ამის შესახებ შევიტყობთ. თუ თქვენ არ შეგსრულებიათ 18 წელი, გთხოვთ შეგვატყობინეთ და მაშინვე დავიწყებთ მოქმედებას;

13. თხოვნის გარეშე მიწოდებული იდეები

ჩვენ არ ვიღებთ ან განვიხილავთ, პირდაპირ ან ვუთის თანამშრომლის გავლით მოწოდებულ იდეებს ან რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია ახალ ან გაუმჯობესებულ პროდუქტთან, დამატებასთან, სახელთან ან ტექნოლოგიებთან, რეკლამირებასთან და მარკეტინგულ კამპანიასთან, გეგმებთან ან სხვა სახის პრომოუშენთან დაკავშირებით. არ გამოგვიგზავნოთ (არ გაუგზავნოთ ჩვენს არც ერთ თანამშრომელს) იდეები, რჩევები, მასალა, სურათები ან სხვა რაიმე ფორმის ნამუშევარ მათი თხოვნის გარეშე (“თხოვნის გარეშე მიწოდებული იდეები”). თუ ამ პირობის მიუხედავად მაინც გააკეთებთ ასეთ მოქმედებას, თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ ქვემოთმოცემული წესები იმოქმედებს:

  • ვუთს არ აქვს არანაირი ვალდებულება, რომ განიხილოს თხოვნის გარეშე მიწოდებული მასალა, ან შეინახოს ასეთი ინფორმაცია კონფიდენციალურად; და
  • უთს აქვს უფლება გამოიყენოს თხოვნის გარეშე მიწოდებული მასალა ნებისმიერი მიზნისთვის, რაიმე შეზღუდვის გარეშე, სრულიად უფასოთ და ნებისმიერი ვალდებულების ან თქვენთვის მოსაცემი კომპენსაციის გარეშე.

14. პასუხისმგებლობის მოხსნა

თქვენ ეთანხმებით, რომ ამ საიტის გამოყენებისას რისკი არის თქვენსკენ. WOOT-ის არაფერი, არც მისი შვილობილი კომპანიები და პროექტები, არც მისი პარტნიორები (affiliates) ან თანამშრომლები, აგენტები, მერჩანტები, კონტენტის მომწოდებელი მესამე მხარენი ან ლიცენზიის მომწოდებლები ან სხვა ოფიცრები, დირექტორები არ გაძლებენ გარანტიას, რომ თქვენს მიერ საიტის მოხმარება იქნება შეუწყვეტელი, დაცული, ვირუსის ან შეცდომის გარეშე. ასევე ჩვენი მხრივ არავინ იძლევა გარანტიას (A) შედეგზე, რომელსაც შეიძლება მიაღწიო ამ საიტის მოხმარებით, ან (B) კორექტულობაზე, სისრულესა და სანდობაზე (1)საიტის შემადგენლობის, მათ შორის მერჩანტის შეთავაზების შეზღუდვებზე, პროდუქტებზე და სხვა მომსახურებებზე, (2) მერჩანტის შეთავაზებების აღწერაზე, ასევე პროდუქტებისა და სხვა მომსახურებების აღწერაზე, ან (3) მომხმარებლის მიერ შედგენილ კონტენტზე, რომელიც განთავსებულია საიტზე. ეს საიტი და მისი სრული შემადგენლობა, მომხმარებლის აქტივობანი და სხვა იმფორმაცია, რომელიც განთავსებულია საიტზე, მერჩანტის შეთავაზებანი, პროდუქტები და სხვა ნებისმიერი რამ საიტზე არის მოწოდებული როგორც “ეს შესაძლებელია”, “ეს შეგიძლიათ”. შესაბამისად, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ვუთი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას საიტის შემადგენლობასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელზე, ხარისხსა და სხვა მონაცემებზე.

15. შეზღუდული პასუხისმგებლობა

WOOT-ის არაფერი, არც მისი შვილობილი კომპანიები და პროექტები, არც მისი პარტნიორები (affiliates) ან თანამშრომლები, აგენტები, მერჩანტები, კონტენტის მომწოდებელი მესამე მხარენი ან ლიცენზიის მომწოდებლები ან სხვა ოფიცრები, დირექტორები არიან პასუხისმგებლები არაპირდაპრ, ინციდენტით გამოწვეულ, სპეციუალურ, ან სხვა მატერიალურ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია: (A) საიტის მოხმარებით, კონტენტით, ან საიტის სხვა შემადგენლობით; (B) თქვენს მიერ საიტის გამოყენების შეუძლებლობით; (C) საიტზე არსებული კონტენტის მოდიფიკაციით ან ამოღებით; (D) მერჩანტების შეთავაზებებით, ან (E) ამ წესების გამოყენებით. არც ერთ შემთხვევაში ვუთის პასუხისმგებლობა არ ასცდება მერჩანტების მიერ შეთავაზებულ პროდუქტების და მომსახურებების საფასურს. ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი მიზეზით შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ზიანის მიდგომის ფაქტიდან ექვსი თვის ვადაში. თქვენ თანხმობას გამოთქვამთ, რომ ნებისმიერი მოქმედებაზე, რომელიც გამოწვეულია საიტით ხანდზმულობის ვადა არის ერთი (1) წელი. იმ მიზეზით, რომ სხვადასხვა კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა ხანდაზმულობის ვადას, ვაკონკრეტებთ, რომ თქვენ ეს წესები და პირობები გეხებათ და არა კანონის სხვა რეგულაციები.

16. ელექტრონული კომინაკაცია

როდესაც თქვენ გამოიყენებთ საიტს, მის ონლაინ დახმარების სერვისს, ან მოგვწერთ ელექტრონულ ფოსტაზე თქვენ ჩვენთან კომუნიკაციას ამყარებთ ელექტრონულად და თანხმდებით, რომ პასუხიც მიიღოთ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. ჩვენ თქვენთან კომუნიკაციას დავამყარებთ ელექტრონული ფოსტით ან საიტზე სიახლეების დაწერთ. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ყველა შეთანხმება, შეტყობინება და სხვა კომუნიკაცია, რომელიც ელექტრონულად იქნება მოწოდებული აკმაყოფილებს “წერილობითის” სამართლებრივ კრიტერიუმებს. ჩვენი შეტყობინებები მიღებულად ჩაითვლება, როდესაც გაიგზავნება იმ ელექტრონულ მისამართზე, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ საიტზე თქვენს ინფორმაციში ან რომლიდანაც მოგვწერეთ ჩვენ.

17. სხვების ვებსაიტები

საიტი შეიცავს ვებსაიტების ლინკებს, რომლებიც ეკუთვნის სხვა მხარეს. ეს ლინკები მოწოდებული იმისთვის, რომ მომხმარებელს, თქვენ გაგიადვილდეთ მომსხახურების მიღება და არა იმისთვის, რომ ჩვენ რაიმე აზრს გამოვხატავთ ამ ვებსაიტების შემცველობასთან დაკავშირებით. ჩვენ განსაკუთრებულად ვაცხადებთ უარს რაიმე კავშირზე ამ ვებსაიტების შემცველობასა და მასალაზე, ასევე მათი უსაფრხოების გამოცდილებაზე და სხვა. თუ თქვენ გადაწყვეტთ ისარგებლოთ და შეხვიდეთ ამ საიტეზე ამას ახორციელებთ საკუთარი რისკებით. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები პირდაპირ, ან არაპირდაპის, რაიმე სახის ზარალზე, რომელიც გამოწვეულ იქნება ამ ლინკებზე არსებული რომელიმე ვებსაიტის შემცველობით, პროდუქტებით ან მომსახურებით.

18. ფორს-მაჟორი

ვუთს უნდა ეპატიოს თავისი მომსახურებების შეფერხება ამ წესებისა და პირობების მიხედვით, თუ ასეთი შეფერხება გამოწვეულია ფაქტით ან ფაქტების ერთობლიობით, რომელიც თავისთავად გამოწვეულია : (A)დაუძლეველი ძალით, მსოფლიო საგარეო-ეკონომიკური პრაქტიკიდან გამომდინარე პირობები, სტიქიური მოვლენებით, (B) გაფიცვებით, (C) ომებით, ტერორიზმით, აჯანყებებით, სამოქალაქო არეულობით, (D) ჰაკერული თავდასხმით, ან სხვა პროგრამული პრობლემებით, (E) სხვა მიზეზებით, რომელიც ვუთის კონტროლს გარეთ არის.

19. გადაცემა

თქვენ არ შეგიძლიათ გადასცეთ მოხმარების ეს წესები და პირობები, რომელიმე უფლება, ბენეფიტი ან ვალდებულება, სხვა პირს, გარდა კანონით პირდაპირ გაწერილ შემთხვევებში და ვუთის განსაკუთრებული წერილობითი თანხმობის გარეშე. ნებისმიერი გადაცემა, რომელიც ამ წესებსა და პირობებს არ შეესაბამება ითვლება ბათილად. ვუთს აქვს უფლება გადასცეს ეს წესები და პირობები მთლიანად, ან მისი რომელიმე ნაწილი ნებისმიერ მესამე მხარეს საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

20. ხელშეკრულება

ეს მოხმარების წესები და პირობები, მათ შორის შესყიდვის წესები და პირობები, კონფიდეციალურობის აქტი და სხვა დაკავშირებული წესები, წარმოადგენს გენერალურ და სრულ შეთანხმებას თქვენს და ვუთს შორის და ატარებს სამართლებრივი ხელშეკრულების ფორმას.

21. კანონის არჩევა

ნებისმიერი დავა, რომელიც ამ წესებთან და პირობებთან მიმართებაში წარმოიშობა, ან წარმოიშობა მომხმარებლის მიერ საიტის სარგებლობით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, სამართლის კონფლიქტის (შედარებითი სამართლის) ნორმების მიუხედავად.

22. დავების გადაწყვეტა

მხარეები ვთანხმდებით, რომ ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით. თუ ასეთი მოლაპარაკება არ შედგება დავებს გადაწყვეტს სასამართლო. ვუთისათვის განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო. შესაძლებელია მომავალში დაწესდეს კერძო არბიტრაჟის გამოყენების აუცილებლობაც.

23. დასკვნითი დებულებანი

თქვენ ხელშეკრულებას აფორმებთ შპს “სეილს გრუპ”-თან. შეგიძლიათ მიმართოთ: შპს “სეილს გრუპს”, ბახტრიონის ქ. N 26, თბილისი, საქართველო. (ფაქტობრივი მისამართი: ფალიაშვილის ქ. 68, თბილისი, საქართველო.)

მოხმარების წესები და პირობები ნებისმიერ მომხმარებელზე მოქმედებს თანაბრად. ეს პირობები, როგორც ვუთის მთელი საქმინობა დაფუძნებულია თანასწორობის და თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე.


1.3503 seconds