გაყიდვების წესები და პირობები

გაყიდვების პირობები


მერჩანტის რომელიმე შეთავაზების, პროდუქტის ან საიტზე არსებული სხვა მომსახურების შეძენით, თქვენ ეთანხმებით გაყიდვების პირობებს, ისევე როგორც მოხმარების წესებსა და პირობებს სრულად.

(ა) ზოგადი პირობები

ახსნა-განმარტებანი, რომლიც მოცემულია მერჩანტის შეთავაზებათა და პროდუქტის დასარეკლამებლად არის მერჩანტის ან მესამე მხარის მოწოდებული. ვუთი არ იძიებს და ადგენს ამ ინფორმაციის სისწორეს და არ არის პასუხისმგებელი მერჩანტის შეთავაზებებისა და პროდუქტების შესრულების ხარისხზე და მის ახსნა-განმარტებაზე. მერჩანტების შეთავაზებებისა და პროდუქტების ფასები შეიძლება დრო და დრო შეიცვალოს ვუთის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ნებისმიერი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

მერჩანტს შეუძლია დაარეკლამოს საქონელი, მოსახურება და გამოცდილება საიტზე. ვუთი არ აგროვებს და იძიებს ინფორმაციას, აქვს თუ არა მერჩანტს რაიმე სერტიფიკატი ან ლიცენზია საკუთარი შეთავაზების წარსადგენად. თქვენ თავად უნდა მოიძიოთ და შეაგროვოთ მსგავსი ინფორმაცია კონკრეტული მერჩანტის შესახებ და დაადგინოთ თუ: (1) მერჩანტი არის კვალიფიციური, რომ მოგაწოდოთ დარეკლამებული საქონელი ან შემოგთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება; ან (2) აქვს თუ არა საქონელს ის ხარისხი, რომელიც თქვენს გსურთ და შეესაბამება თუ არა თქვენს მოთხოვნებს. მერჩანტი გახლავთ ერთადერთი პასუხისმგებელი საქონლის და მომსახურების ხარისხზე.

ვუთი არ არის პროფესიონალი ჯამრთელობის საკითხებში და არ შეუძლია მოგაწოდოთ, რაიმე სპეციპიკური ინფორმაცია, ან რეკომენდაცია გაგიწიოთ, საიტზე არსებულ რომელიმე სპა ცენტრთან, სალონთან ან ჯანმრთელობის სხვა ცენტრთან დაკავშირებით. ეს საიტი არ გახლავთ პროფესიონალური რჩევის შემცვლელი, მათ შორის სამედიცინო რჩევის, დიაგნოზისა თუ სხვა სამედიცინო მომსახურების საიტი. არასდროს შეიკავოთ თავი პროფესიონალის რჩევის მოსმენისგან მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს საიტზე წაიკითხეთ რაიმე.

ვუთმა შესაძლებელია, თავისი ინიციატივით, მოგთხოვოთ მომხმარებლის იდენტიფიკაცია წინასწარ, სანამ შეძლებთ შესყიდვის განხორციოლებას. ვუთს ასევე შეუძლია უარი თქვას პროცესის გაგრძელებაზე, ან გააუქმოს შესყიდვა, თუ გონივრულად აუცილებლად მიიჩნევს ასეთ ქმედებას. ასევე რომ მოხდეს მოქმედ სამართალთან შესაბამისობა ან სიყალბისაგან თავის არიდება, ან თუ არსებობს მოხმარების წესების დარღვევის რაიმე ალბათობა. თანხის უკან დაბრუნება გაუქმებული შესყიდვებისათვის ხდება მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში.

თუ შეთავაზება გახდება ხელმიუწვდომელი შეძენასა და პრეცესირებას შორის, ვუთი ან გააუქმებს შესყიდვას, ან შეგატყობინებთ ამას ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ვუთი არ გპირდებათ, რომ ის იძლევა საუკეთესო შესაძლო ფასებს და ასევე პასუხისმგებლობას არ იღებს საფასურებში შეცდომებზე. ვუთ იტოვებს უფლებას, რომ გააუქმოს შესყიდვები ან შეკვეთები, რომლებიც თქვენ განახორციელეთ თუ ფასი არასწორად იყო აღნიშნული საიტზე. თუ ასეთი რამ მოხდება, თქვენ შეტყობინებას მიიღებთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. დამატებით, ვუთი იტოვბს უფლებას, რომ გაასწოროს შეცდომები მერჩანტის შეთავაზებათა და პროდექტების ფასებში.

(ბ) ვაუჩერები

ვაუჩერები ხელმისაწვდომია ზოგიერთ კონკრეტულ საქონელზე ან მომახურებაზე, რომელიც შემოთავაზებულია ვაუჩერში მითითებული მერჩანტის მიერ. მერჩანტი არის ერთადერთი პასუხისმგებელი ვაუჩერის ხელმისაწვდომობაზე. ამასთან, მერჩანტი არის ერთადერთი და სრული პასუხისმგებელი მოწოდებული საქონლის ან მომსახურების ხარისხზე, თუ ამ პროდუქტმა, მომსახურებამ გამოიწვია რაიმე დაზიანება, ავადმყოფობა, ზიანი, გადასახადები და სხვა. თქვენ უარს იძახით და ათავისუფლებთ ვუთს და მის დაქვემდებარებულებს რაიმე პასუხისმგებლობისგან მერჩანტთა შეთავაზებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ვაუჩერს.

ვაუჩერის შეძენით, მობილური ვერსიის ნახვით, ამობეჭდვით, დათანხმებით, გამოყენებით, თქვენ ეთახმებით ვაუჩერის სპეციალურ წესებს და ასევე ყველა სხვა დამატებით წეს, რომელიც ვაუჩერთან არის კავშირში შეძენის დროს (მოხმარებისა და შესყიდვის წესები და პირობები). ეს წესები მოქმედებს ყველა ვაუჩერზე, რომელიც განთავსებულია ჩვენს საიტზე (გარდა ვაუჩერებისა, რომელშიც სპეციალურად არის მითითებული სხვა წესებზე ან თუ კანონით სხვანაირად არის რეგულირებული).

მერჩანტი გახლავთ ვაუჩერის გამცემი. თუ მერჩანტი უარს იტყვის, რომ მიიღოს თქვენი შეძენილი ვაუჩერი, ვუთი აანაზღაურებს გადახდილ თანხას ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში ან გადახდილ თანხას დაგისმევთ ვუთის ანგარიშის ბალანსზე. არაავტორიზებული, უკანონო რეპროდუქცია, გადაყიდვა, მოდიფიკაცია ან ვაჭრობა ვუთის ვაუჩერებით აკრძალულია.

კუპონი წარმოადგენს ბილეთს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მერჩანტისგან ფასდაკლება. კუპონის საფასურს უხდით ვუთს, ხოლო მომსახურების ფასდაკლებულ საფასურს მერჩანტს.

ვუთის მიწოდების სერვისზე დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია აქ.

  • დამატებითი პირობები ტრადიციულ ვაუჩერებთან დაკავშირებით. ტრადიციული ვაუჩერი არის ნებისმიერი ტიპის ვაუჩერი გარდა კუპონისა და ბილეთისა. მაგალითად, როდესაც შეთავაზებაში მითითებულია, რომ 50 ლარის ნაცვლად მოსახურებაში იხდით 20 ლარს, ეს ნიშნავს, რომ ვუთზე უნდა გადაიხადოთ 20 ლარი და ამის შემდეგ მიიღოთ მომსახურება მთლიანად. ამ ღირებულებაში შედის როგორც ვუთის საკომისიო, ასევე მერჩანტისათვის გადასახდელი ღირებულება, სახელმწიფო გადასახადები და სხვა გადასახდელებიც
    • ადგილიდან აღება. ვაუჩერის შეძენისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით, რომ შეძენილ საქონელს მიაკითხავთ მის სამყოფელ ადგილზე, რომლის მისამართიც აღნიშნულია შეთავაზებებში და სწორედ იქიდან აიღებთ მას. მაღაზიის მუშაობის საათები, ადგილები და საკონტაქტო ინფორმაცია აღნიშნულია ვაუჩერში.
    • ადგილზე მიტანა. როდესაც შეიძენთ შეთავაზებას, რომელსაც აქვთ ადგილზე მიტანის სერვისი, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენ გსურთ საქმონლის მიღება თქვენსავე მითითებულ მისამართზე. შეძენის შემდეგ სხვა ქმედება მოთხოვნილი არ არის. მერჩანტი ავტომატურად გამოაგზავნის თქვენთან საქონელს.

ვაუჩერის შეძენისას, რეკომენდირებულია, წინასწარ დაუკავშირდეთ მერჩანტს.

(გ) სასტუმროები

სასტუმროების შეთავაზებებზე ვრცელდება ვაუჩერის რეგულარული წესები, მაგალითისათვის, შესაძლებელია სასტუმროების შეთავაზება იყოს განთავსებული როგორც კუპონის ასევე ტრადიციული ვაუჩერის სახით. ამასთან სასტუმროების შეთავაზების შეძენამდე აუცილებელია, რომ წინასწარ დაუკავშირდეთ სასტუმროს, გაიგოთ რაიმე სახის შეზღუდვის არსებობის შესახებ და შეუთანხმდეთ მომსახურების გაწევის დროზე, ადგილზე და სხვა.

ამჟამად ხორციელდება სასტუმროების ფასდაკლებების შეთავაზებათა კატეგორიის მოდიფიკაცია/მოდერნიზაცია. წესები და პირობები ამ კატეგორიის შეთავაზებებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში განახლდება;

(დ) პროდუქტი;

პროდუქტი, რომელსაც თქვენ ყიდულობთ საიტის მეშვეობით ექვემდებარება შემდეგ წესებსა და პირობებს:

  • შეკვეთები;
    • http://woot.ge დროებით იყენებს შეკვეთის/ადგილზე გადახდის სერვისს მხოლოდ თბილისის მასშტაბით, იმ პროდუქტზე რომლის მესაკუთრეც გახლავთ შპს “სეილს გრუპ”. შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია როგორც საიტზე, ასევე ტელეფონის მეშვეობით. შეკვეთის შესაძლებლობა სამოქალაქო სამართლებრივი გაგებით წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე(მომხმარებლის მოწვევა, რომ გააკეთოს შეძენის შეთავაზება), ხოლო მომხმარებლის მიერ გაკეთებული შეკვეთა თვითონ წარმოადგენს ოფერტს (სთავაზობს ვუთს, რომ შეიძენს მის პროდუქტს), რომელზეც შესაძლებელია როგორც აქცეპტი (თანხმობა შეთავაზებაზე), ასევე უარი ოფერტზე (უარი შეთავაზებაზე) და ასევე მოდიფიცირებული აქცეპტი (სახეცვლილი შეთავაზება, მაგალითად მომხმარებლისთვის სხვა მსგავსი პროდუქტის შეთავაზება, ან იმავე პროდუქტის სხვა ფასად შეთავაზება). ვუთი არანაირ პირობას არ იძლევა, რომ შეკვეთილ პროდუქტს აუცილებლად მიიტანს რომელიმე კონკრეტულ დროს, ან რომ რომელიმე შეკვეთას აუცილებლად მიიტანს. შეკვეთის არსებობა ვუთის მხრივ არ წარმოშობს არანაირ პასუხსმგებლობას.
    • თუ თქვენ გსურთ შეკვეთის გაუქმება ასეთი ქმედება უნდა განხორციელდეს შეკვეთის დამატების დღეს, რომ არ მოხდეს ვუთის მომსახურების გაფლანგვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ვუთმა მოითხოვოს თქვენგან ადგილზე მიტანის მომსახურების გადახდა ან ზოგიერთ შემთხვევაში მთლიანი პროდუქტის საფასურიც.
  • ადგილზე შეძენა;
    • ვუთს აქვს SHOW ROOM, ეგრეთ წოდებული საჩვენებელი ოთახი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ფალიაშვილის ქ. 68 -ში, სადაც მომხმარებელს შეუძლია ვიზუალურად ნახოს შპს “სეილს გრუპ”-ის საკუთრებაში არსებული, საიტზე გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი. დროებით, ამ პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ადგილზეც, როგორც ნაღდი ანგარიშწორებით, ასევე საკრედიტო და სადებიტო ბარათებით.
    • მომხმარებლისათვის Show Room-ის შეთავაზებით ვუთი კიდევ ერთხელ იხსნის პასუხისმგებლობას ნივთების ავ-კარგიანობასთან დაკავშირებით.
    • შეგახსენებთ, რომ როგორც შეკვეთის სერვისი, ასევე ადგილზე შეძენის საშუალებაც არის დროებითი და შესაძლებელია, ვუთის ინიციატივით ნებისმიერ დროს გახდეს შეუძლებელი.
  • საიტზე ყიდვა;
    • როდესაც საიტზე ყიდულობთ პროდუქტს, რომლის მესაკუთრეც გახლავთ ვუთი (შპს “სეილს გრუპ”, Woot!, ან Woot Shop) ყიდვის ღილაკზე დაჭერა წარმოადგენს ოფერტს (შეთავაზებას), რომ თქვენ გსურთ ნივთის შეძენა. შესყიდვა დასრულებულად ჩაითვლება, როდესაც ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შესახებ sms შეტყობინებას მიიღებთ. სწორედ ეს მომენტი არის ჩვენს შორის ხელშეკრულების დრო და აქედან აითვლება ნებისმიერი სხვა ვადაც. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი გითხრათ შეთავაზებაზე და ხელშეკრულება არ გავაფორმოთ.
    • თუ თქვენ გსურთ რომ გააუქმოთ თქვენი შესყიდვა ნივთის თქვენთვის გადმოცემამდე, ან შეცვალოთ თქვენი ნაყიდი პროდუქტის რაოდენობა ან ადგილზე მიტანის მისამართი, გთხოვთ დაგვიკავშირდით შესყიდვიდან 2 (ორი) საათის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ეს ფანჯარა დაიხურება, ჩვენ ვეღარ შევძლებთ თქვენს შეკვეთაში ცვლილების შეტანას. ამის მიუხედავად თქვენი შემთხვევა შეიძლება შეესაბამებოდეს უკან დაბრუნების პირობებს. ამისათვის იხილეთ “ვუთის პროდუქტის უკან დაბრუნების პოლიტიკა”.
  • ადგილზე მიტანა;
    • ადგილზე მიტანის სერვისი და საფასური იქნება მოცემული თითოეულ შეთავაზებაში ცალ-ცალკე და შესაბამისად ყველა შემთხვევაში შესაძლებელია იყოს განსხვავება. ადგილზე მიტანა შესაძლებელია იყოს შეზღუდული კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციებში.
    • ადგილზე მიტანის დაახლოებითი დრო არის მხოლოდ ნავარაუდევი; ვუთი არ იძლევა არანაირ გარანტიას ადგილზე მიტანის დროსთან დაკავშირებით და თქვენც არ უნდა იყოთ ამაზე დამოკიდებული. შესაძლებელია ჩვენ მოგვიწიოს ყიდვის გაუქმება სანამ თქვენთვის მოწოდებული იქნება პროდუქტი; თუ ასეთი რაიმე მოხდება, ჩვენ მყისვე დაგიკავშირდებით ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ მისამართზე, რომელიც მითითებული გაქვთ ანგარიშის რეგისტრაციისას. (ვუთი დროებით იყენებს ტელეფონით კომუნიკაციის საშუალებას. თუმცა ეს არ წარმოადგენს კომუნიკაციის აუცილებელ გზას და შესაბამისად, სამომავლოდ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით შესაძებელია სატელეფონო კომუნიკაციის საიტის სერვისებიდან ამოღება);
    • როდესაც პროდუქტი ჩაბარებული იქნება მომხმარებელთან, ნივთის სამართლებრივი უფლებანი გადაეცემა მიმღებს და პროდუქტის ერთადერთ მესაკუთრედ იმ მომენტიდან გახდება მომხმარებელი;
  • განვადებით შეძენა;
    • ვუთის საკუთრებაში არსებული პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ონლაინ განვადების სერვისით. დეტალური ინფორმაცია ონლაინ განვადებით შეძენაზე იხილეთ აქ. განვადებით შეძენაზე მოქმედებს საიტით ყიდვის ყველა პირობა, თუ ამ სექციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განვადებით შეძენა იწყება თქვენს მიერ საჭირო ველების შევსებით და მისი გაგზავნით.
    • განვადების დამტკიცება/არ დამტკიცების თაობაზე გიკავშირდებათ ბანკის ოფიცერი და არა ვუთის წარმომადგენელი. დამტკიცებისა და განვადების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა წარმოადგენს თქვენს მიერ ნივთის შეძენის დროს და იგივდება სტანდარტული ყიდვისას ტრანზაქციული sms-ის მიღებასთან. განვადებით პროდუქტის შეძენისას შეგიძლიათ პროდუქტი გაიტანოთ, როგორც ადგილიდან (ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას) ასევ ისე მიიღოთ ადგილზე.
    • განვადება არის მომსახურება რომელსაც ვუთი გთავაზობთ პარტნიორი ბანკის მეშვეობით. ნებისმიერი საკომისიო თუ სხვა გადახდები, განვადების პირობები და ყველაფერი განვადებასთან დაკავშირებით მოწოდებულია ბანკის მიერ. ვუთი არ არის ამ ურთიერთობის მონაწილე და თქვენ გიწევთ ყოველთვიურად თანხის შეტანა მხოლოდ ბანკში. ვუთი ურთიერთობას ტოვებს ნივთების თქვენთვის ჩაბარებისას;
  • დაბრუნება;
    • ვუთის მიერ თავის საკუთრებაში არსებული გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნება შესაძლებელია, თუ შემთხვევა შეესაბამება “ვუთის პროდუქტის უკან დაბრუნების პოლიტიკას”, მაგრამ ზოგიერთი ნივთების გაყიდვა არის საბოლოო და მათი დაბრუნება შეუძლებელია.
    • ვუთის საქონელი იღებს დაბრუნების სამართლებრივ სახელს მხოლოდ მაშინ როდესაც ნივთები მიტანილია განსაზღვრულ დაბრუნების ადგილას. ვუთი იტოვებს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას, რომ გასცეს კომპენსაცია საქონლის უკან დაბრუნების გარეშე. ასეთ სიტუაციაში ვუთი არ აღადგენს პროდუქტზე თავის საკუთრებას.
    • ისეთ შეძენებზე, რომლებიც დასაბრუნებლად ღიად დაკვალიფიცირდება, ვუთი გასცემს კომპენსაციას (დააბრუნებს თანხას) ნივთის წესებთან შესაბამისად განსაზღვრულ ადგილზე დაბრუნებიდან 14 დღის ვადაში. თუ მითითებულია უკან დაბრუნებისას ადგილზე მიტანის თანხა და სხვა აუცილებელი გადასახადები დაიფარება კომპენსაციის ოდენობით.
    • ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი გითხრათ კომპენსაციის გაცემაზე თუ ნივთები რომელსაც უკან აბრუნებთ: (1) არ აკმაყოფილებს უკან დაბრუნების პირობებს, (დაბრუნების პოლიტკა) ან შეთავაზების პირობებს, ან (2) ზიანი აქვთ მიყენებული თქვენთვის ჩაბარების შემდეგ, ან თქვენს მიერ დარღვეულია ნივთის მიხმარების წესები და პირობები, მისი მიმართულებები და ინსტრუქციები.
  • ფასები.
    • ვუთის საკუთრებაში არსებულ პროდუქციაზე მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით; მიტანის ღირებულება შეიძლება მოგთხოვოთ შეძენისას საიტზე, ან მოგიწიოთ გადაიხადოთ ადგილზე მოტანისას.
    • თავდაპირველი ღირებულება, რომელიც მოცემულია შეთავაზებაში დამყარებულია და იდენტიფიცირებულია ონლაინ მერჩანტების გამოკითხვაზე, მიბმულია კონკრეტული მერჩანტის მიმდინარე ან ძველ ღირებულებაზე, ან ნარჩევია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ. ის აუცილებლად არ გულისხმობს, რომ ასახავს სხვა ონლაინ მერჩანტების მიმდინარე ღირებულებას.
    • იშვიათად შესაძლებელია, რომ წარმოიქნას შეცდომები რეკლამირებული პროდუქციის ფასებთან აღწერასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა გონივრულ შესაძლებლობას ვიხმართ რომ გამოვასწოროთ ნებისმიერი შეცდომ რაც შეიძლება სწრაფად, იმის შემდეგ რაც შევიტყობთ ასეთის არსებობის შესახებ. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ შევცვალოთ, შევაჩეროთ, ან წავშალოთ რაიმე შეტყობინება გასაყიდ ნივთებთან დაკავშირებით. თუ არსებობდა რაიმე შეცდომა თქვენს მიერ ყიდვის განხორციელების დროს, მაშინ: (1) თუ პროდუქტის ღირებულება არის უფრო ცოტა ვიდრე თქვენი შეძენის დროს იყო გამოსახული საიტზე, ჩვენ გადაგახდევინებთ დაბალ ღირებულებას; ან (2) თუ ნამდვილი ღირებულება მეტია ვიდრე საიტზე ნაჩვენები თანხა, ჩვენ დაგიკავშირდებით და მოგცემთ არჩევანის საშუალებას, რომ გადაიხადოთ სწორი (მაღალი) ღირებულება ან გააუქმოთ შეკვეთა და მიიღოთ თანხა უკან.
  • გარანტიები და სხვა ინფორმაცია.
    • თუ შეთავაზებაში სხვა რაიმე არ არის მითითებული, ჩვენი ყველა პროდუქტი იყიდება ისეთი “როგორიც არის”. შეძენისას, შესაძლებელია რომელიმე პროდუქტის დაცვის გეგმის შეძენაც გახდეს შესაძლებელი. თუ გაინტერესებთ მწარმოებლის გარანტია, გთხოვთ დაუკავშირდეთ მწარმოებელს პირდაპირ.
    • როდესაც ჩვენ ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ სრული და გამართული ინფორმაციის მოწოდება ყველა პროდუქტზე, ჩვენ ვერ შევძლებთ მოგცეთ გარანტია, რომ ყველა აღწერა აუცილებლად გამართული და სრულია. ყველა ინფრომაცია არის მოწოდებული მხოლოდ ინფორმირების მიზნისთვის და ჩვენ გირჩევთ რომ წაიკითხოთ ის ასევე ნებისმიერი გაფრთხილება და მიმართულება, სანამ გამოიღენებთ მას.
    • ჩვენ ვახორციელებთ გონიერი ნაბიჯებს, რომ გამოვსახოთ პროდუქტის ფერები და დეტალები ისე ზუსტად, როგორც შესაძლებელი არის. მაგრამ, ფერები და დეტალეი, რომელთაც ხედავთ დამოკიდებულია იმ აღჭურვილობაზე, რომელსაც საიტის სანახავად იყენებთ. ჩვენ არ შეგვიძლია შეგპირდეთ, რომ რომელიმე ფერის ან დეტალის გამოსახვა თქვენს ტელევიზორზე, მობილურზე, კომპიუტერზე ან სხვა მოწყობილობაზე შეესაბამება უშუალოდ ნივთის ფერებსა და დეტალებს.

(ე) კუპონები

კუპონები მოწოდებულია მერჩანტების მიერ, იმისათვის რომ მომხმარებელმა მიიღოს გარკვეული პროცენტი ფასდაკლება კუპონზე მითითებული პირობებით მერჩანტის შეთავაზებულ პროდუქტზე (საქონელი, მომსახურება). საიტის მეშვეობით კუპონის შეძენითმ თქვენ იღებთ უფლებას, რომ გაანაღდოთ კუპონი მერჩანტთან. ნებისმიერი მომსახურების გადასახადი, რომელიც დაგიკავდებათ კუპონის შეძენისას ვუთის მიერ, არის ვუთის კომპენსაცია მერჩანტის მაგივრად კუპონის მარკეტინგისთვის, დარეკლამებისთვის და დისტრიბუციასათვის. მერჩანტი არის სრულად პასუხისმგებელი ნებისმიერი ქმედებისთვის, რომელიც ზიანს გამოიწვევს, რადგან მერჩანტი გახლავთ კუპონის ერთადერთი გამცემი. ვუთი არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას თქვენი და მერჩანტის ურთიერთობაში და არ არის ამ ურთიერთობის მონაწილე მხარე.


0.5222 seconds