ონლაინ განვადება

როგორ შევიძინო ონლაინ განვადებით?


http://woot.ge -ზე პროდუქტის განვადებით ყიდვა უკვე შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად. ბანკი რესპუბლიკის ონლაინ განვადების სისტემა საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ მაღაზიაში ლოდინის და თქვენით შეავსოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენზე.

პროცედურა ძალიან მარტივია, უბრალოდ ყურადღებით გაეცანით განვადების პირობებს:

  • მსესხებლის მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი - 200 ლარი;
  • მსესხებლის ასაკი - 20-70 წელი;
  • შესაძენი ნივთის მინიმალური ღირებულება - 150 ლარი;
  • სესხის მოცულობა: 150 – 5.000 ლარი;
  • სესხის ვადა: 6 – 12 თვე;
  • სესხის საპროცენტო განაკვეთი: 0%;
  • სესხის დამტკიცების საკომისიო:
  • 6 თვე - 6%
  • 12 თვე - 10%
  • სესხის დამტკიცების მინიმალური საკომისიო: 30 ლარი.

განვადებით სარგებლობისათვის, პირველ რიგში უნდა მოახდინოთ ავტორიზაცია (შესაბამისად რეგისტრაცია, თუ საიტზე რეგისტრირებული არ ხართ). კალათაში აუცილებლად უნდა მოათავსოთ პროდუქტი, ან პროდუქტები, რომელთა საერთო ღირებულება ტოლია ან მეტია 150 ლარზე; (კალათაში მოთავსება შესაძლებელია ყიდვის/განვადების ღილაკზე დაჭერით);

ამის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს “ონლაინ განვადება”; რაც გადაგიყვანთ განვადების შესავსებ ველებში. ძალიან გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ ველები, თქვენს მიერ დაშვებული ყოველი შეცდომა აგვიანებს თქვენთვის სესხის დამტკიცებაზე პასუხის გაცემას. ასევე გთხოვთ ველები შეავსოთ ქართული ფონტით.

განვადების ფორმის გაგზავნის შემდეგ დაელოდეთ განვადების ოფიცერს, რომელიც დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ თქვენი სესხის დამტკიცების შესახებ ინფორმაციას. თუ სესხი დაგიმტკიცდათ, უნდა მობრძანდეთ ჩვენს ოფისში ფალიაშვილის 68-ში სადაც მოაწერთ ხელს ხელშეკრულებას და შეძლებთ გაიტანოთ განვადებით შეძენილი პროდუქცია. ასევე შესაძლებელია, პროდუქციის და ხელმოსაწერი დოკუმენტების ადგილზე მიწოდებაც, თბილისის მაშტაბით

ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს ყველაზე კარგი პირობები და ყველაზე მარტივი მომსახურება - http://woot.ge


0.0161 seconds